|
2023-09-25 16:05:13, 741 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი - ბიჭვინთაში ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს და თეატრის სკამები დაამონტაჟეს [ვიდეო]
ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის ნაცვლად, მუსიკა ისმის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" (საყდრისის კომიტეტი) ავრცელებს. საყდრისის კომიტეტი შესაბამის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს და უთითებს, რომ კადრები 2023 წლის სექტემბერშია გადაღებული. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. საყდრისის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებასა და აკადემიურ წრეებს მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად, ყველა ბერკეტი გამოიყენოს. "კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეომასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები. მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე - V-XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი რომლებსაც ჯაგნარი „ჭამს“. მეტიც, ხიდის მძიმე მდგომარეობის გამო, აღარ იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა - “ქრისტე მეუფეო, ადიდე ორთავე მიწასა შინა სუფევით უძლეველი მეფეთ-მეფე ბაგრატი.“ ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი), რომლის შემორჩენილ კედლებს, ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ქვებში ამოსული ხე- მცენარეებიც ანადგურებენ. საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეების სასახლის სახელით ცნობილი ძეგლი დღეს "ჩაჩბას რეზიდენციად" იწოდება (რასაც გალავანზე გაკრული დაფაც მოწმობს). განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი(?!), რის შედეგადაც, ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა. „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის,“ ჯერ კიდევ 3 მაისს, საგანგებო წერილით მიმართა ლურჯი ფარის საერთაშორისო წარმომადგენლობას და ICOMOS-ს, რა დროსაც, მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოუწოდა მათ, ემოქმედათ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოეჩინათ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები და ჯერ კიდევ არსებული კავშირები მეორე მხარესთან, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად",- ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)