08:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 13:30:16, 834 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს გრანადაში შეხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს, გრანადაში შეხვდებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ავრცელებს.

გრიგორიანის ინფორმაციით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

"17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ 19-20 სექტემბერს განხორციელებული ოპერაციის შედეგად 8 ათასზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics