|
2023-09-25 11:14:08, 616 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, მოსმენა წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით. №1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით",- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)