|
2023-09-25 09:20:12, 825 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - მილიონი მგზავრით ქუთაისის აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით, აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და ქუთაისის აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე აეროპორტის თითქმის 70 წლიანი არსებობის მანძილზე ისტორიული მოვლენაა. პირველად, ერთი წლის ჭრილში ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა. „არსებობენ დიდი ქალაქები პატარა ისტორიებით და ქუთაისი, ავიაციის დიდი ისტორიით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, სწორედ ამ დიდ ისტორიას, განვლილ გზას და მომავალს ეძღვნება. დღეს, ამ აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება მილიონი მგზავრი - ეს მგზავრების ის რაოდენობაა, რომელსაც ჩვენ წელს უკვე მოვემსახურეთ და დავისახეთ მიზნად, რომ ამ რიცხვს არასოდეს ჩამოვცდეთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა აეროპორტის 150 ვეტერანი თანამშრომელი, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ. ,,ქუთაისის აეროპორტმა უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ავიაციის რუკაზე და ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესია. თუკი წლების წინ ავიაკომპანიებისათვის ახსნა გვიწევდა თუ სად მდებარეობდა ეს აეროპორტი, დღეს ვხედავთ მათი მხრიდან მზარდ ინტერესს და ფრენების სურვილს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, wizz air-ი მალეა აეროპორტში, წარმოდგენილი იქნება 4 ბაზირებული უახლესი ტიპის საჰაერო ხომალდით“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ღონისძიების დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეო რგოლის სლოგანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -მილიონობით მგზავრის მასპინძელი. კომუნიკაციაში პირველად იქნა შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია. ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტმა პირველად, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)