11:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 14:42:48, 727 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიება ტრადიციულად 300 არაგველის სახელობის სკვერში გაიმართა, სადაც კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. 

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ საქართველო გაძლიერდეს.

„დღეს კრწანისობაა - სახალხო დღესასწაული, რომელსაც ყოველწლიურად აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო აქ მყოფ საზოგადოებას, ადგილობრივ მცხოვრებლებს და დედაქალაქის მოსახლეობას. 

ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნისთვის მებრძოლი დაღუპულების სულებისთვის პარაკლისი გადაიხადეს. კრწანისის ბრძოლა არის ერთ-ერთი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, ქართველების გაუტეხელობის. ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა გავაკეთოთ ძლიერი საქართველოსთვის, ძლიერი ეკონომიკისთვის, განათლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

ღონისძიებას, დედაქალაქის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

კრწანისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“ და ანსამბლი „ალილო“ წარდგნენ.

სკვერის ერთ სივრცეში ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის  მუზეუმის ექსპონატების გამოფენა მოეწყო. ძველი საბრძოლო ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპონატები მოერგოთ და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. 

300 არაგველის სკვერში კრწანისის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენაც მოეწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics