|
2023-09-24 12:28:16, 1024 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - საქართველოში მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები
საქართველოში, ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები - განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა. „პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა, პანდემიამდელ პერიოდში, ტუბერკულოზის პროგრამაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო COVID-19-ის ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბებას და ეფექტური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას. მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოში პროგრამა უწყვეტად გაგრძელდა, რათა პაციენტებს ჰქონოდათ უწყვეტი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე. აშშ-ს მთავრობის, „გლობალური ფონდის“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზის“ მხარდაჭერით, საქართველომ, დანერგა და გააფართოვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, ტუბერკულოზის აღმოსაფხვრელად. ქვეყანამ, სწრაფად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, გააუმჯობესა ტუბერკულოზის კვლევის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო მდგრადი დაფინანსება და დანერგა ძლიერი პროგრამა, სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ინტერვენციების შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)