18:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 16:59:15, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ

ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური რუსეთის მიერ დანიშნულ "ხელმძღვანელზე", მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს.

„ჩვენ მოვამზადეთ თავშესაფრები მაშინ, როცა ქალაქი შედარებით სიმშვიდე იყო, ერთი წლის წინ. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, უკვე რეალობაა“,- წერს რაზვოჟაევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს სევასტოპოლში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ერთი დღით ადრე კი, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევის ცნობით, დარტყმის მსხვერპლი რამდენიმე მაღალჩინოსანი რუსი სამხედრო გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics