|
2023-09-23 16:11:53, 1128 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე გლდანზე - ხელისუფლების ბოლო ჟამია - სააკაშვილმა „ქურდული სამყარო“ აღმოფხვრა, „ოცნებამ“ კი, მისი სრული რეაბილიტაცია მოახდინა
რაც გუშინ ვიხილეთ, არის ხელისუფლების ბოლო ჟამი,- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ თავდასხმას. ჯაფარიძის თქმით, "ქურდული სამყარო", რომელიც სააკაშვილმა "სრულად აღმოფხვრა", "ქართული ოცნების" პირობებში რეაბილიტირდა. „საზოგადოებისთვის მსურს ერთი რაღაცის თქმა, რომ რაც გუშინ ვიხილეთ, არის ხელისუფლების ბოლო ჟამი. ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა. დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსში და რუსეთში უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ასე დევნიან განსხვავებულ აზრს. ეს არის ყველაზე მტკივნეული და დრამატული, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შეძლო, რომ ქვეყანაში სრულად აღმოეფხვრა ეს "ქურდული სამყარო", დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, ფაქტობრივად, სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო, ეს ადამიანები და ყველაზე მნიშვნელოვანი, დრამატული რაც არის, რომ ჩვენ რას ვუყურეთ გუშინ - "ქურდული სამყარო", პოლიციასთან ერთად, სინქრონში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. ძალიან მტკივნეული არის ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ. ამ ქვეყანაში იზრდებიან ჩვენი შვილები და მინდა მივმართო ყველას, ხვალ ისინი მოვლენ ჩვენთან, თითოეულ ჩვენს ოჯახში, ვისაც გვექნება განსხვავებული პოზიცია. მოვლენ და გაგვისწორდებიან ფიზიკურად. დაგვაკავებენ ჩვენ, ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახის წევრებს და აუცილებლად ეს ასე იქნება, თუ დროულად არ შევცვალეთ ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი და სისტემა, რადგან სხვა გამოსავალი ფიზიკურად აღარ გვაქვს. ჩვენ მათ შევცვლით გამარჯვების რწმენით, ერთობით და პრინციპულობით. ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ ამ დამპალი რეჟიმის წინააღმდეგ",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 22 სექტემბერს თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა, რასაც ზარნაძე უარყოფს. საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა. გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გუშინ შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა. "დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. დღეს, 23 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)