22:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 12:42:45, 1082 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ - ვგმობთ ეძგვერაძეზე თავდასხმას, მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

“ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლელო" ავრცელებს.

პარტია გლდანში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია, ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით. "ქართული ოცნება" იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას, დაუსჯელად ტოვებს მათ წინააღმდეგ ძალადობას.

“ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მის მიერ პოლარიზაციის გაღრმავების მიზანმიმართულ მცდელობას.

პარტია “ლელო” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 

“ქართული ოცნება” ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟი",- ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა გუშინ, 22 სექტემბერს თბილისში, გლდანში განხორციელდა.

ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა.

საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა.

გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გუშინ შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა.

"დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics