|
2023-09-23 11:06:19, 950 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდეროვიჩს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლას სენდეროვიჩს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოს მხარდამჭერია, რასაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ - საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადავდგით, ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება გამოწვევები. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მკაფიოდ აისახა ევროკომისიის წინაშე წარდგენილ ანგარიშში; აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ამ პროცესში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების განხორციელების საქმეში. შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ნარჩენების მართვას, სამრეწველო ემისიებს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიან კონცეფციას, გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, ასევე, სურსათის უვნებლობას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)