|
2023-09-23 10:40:56, 623 ნახვა
საზოგადოება
იუსტიცია - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი წარმატებით დაასრულა
28 საპილოტო არეალში, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს. "აღნიშნული საპილოტო პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის – მთელს ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. სტუმრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობას როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომი ზრდისათვის; დეტალური პრეზენტაცია კი, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ გააცნო. ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა იან ნიჯჰოფმა. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ღონისძიების ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)