|
2023-09-22 22:29:48, 635 ნახვა
პოლიტიკა
ენმ გლდანში მომხდარზე - ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა
ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს. ასე ეხმაურება პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს. გარდა ამისა, გლდანში პოლიციამ მათი პარტიის სამი წევრი - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპარავა დააკავა. "პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, თავს დაესხნენ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ - ირაკლი ეძგვერაძეს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს. მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. სამართალდამცავებმა ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის!", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოში მათ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ საკრებულოში დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)