|
2023-09-22 15:10:38, 679 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ 23 და 24 სექტემბერს გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეოთხედ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი „მჭელი“ გახსნის. წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება. „დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ, ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან და სხვადასხვა სახეობის ღვინოს დააგემოვნებენ. ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს გაიმართება სემინარი „ქართული ხორბლის კულტურა“, რომლის შემდეგაც ფესტივალზე მისული სტუმრები გიგი პიანომენის ცოცხალ შესრულებას დაესწრებიან. ღონისძიება 23 და 24 სექტემბერს, 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)