|
2023-09-22 14:34:32, 715 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე დავითაშვილს - თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ რაც დაგიტოვეთ, შეგენარჩუნებინათ
11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ რაც დაგიტოვეთ, ის მაინც შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინერპელაციის წესით უსმენენ. როგორც წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და "ის აუცილებლად აშენდება". "ანაკლია აქციეთ მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად, სადაც უბრალოდ რომ შეხვიდეთ, ნორმალურ ადამიანს გული მოუკვდება. აქ იკითხეს, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი, როდის დაიწყება ან დასრულდება პორტის მშენებლობაო. მე არ ვიცი, თუ კიდევ ვინმე დარჩა თუნდაც ოპოზიციის მხრიდან ამ პარლამენტში, ვისაც სჯერა, რომ თქვენი რუსული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ანაკლიის პორტი აშენდეს იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურადაც, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იძენს ათმაგ მნიშვნელობას. თქვენ ვინ გკითხავთ, ბ-ნო მინისტრო, ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა, ან ირაკლი ჩიქოვანს ვინ კითხავს? ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივანიშვილმა მკაფიოდ თქვა და თქვენ რასაც აკეთებთ პორტთან დაკავშირებით, არის ის, რომ მხოლოდ ასრულებთ მის ბრძანებას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად აშენდება",- მიმართა წითლიძემ დავითაშვილს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)