|
2023-09-22 13:08:42, 626 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი
იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი,- ასე მიმართა "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ. სამადაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ტენდერში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს, ვინაიდან "ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია". "არ მიკვირს, რომ არცერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არცერთს არ სურს, ფულის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ე.წ კონკურსში/ტენდერში გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური შესაბამისი განმცხადებელი. თქვენ ის ხელისუფლება, რომელიც 2019 წელს ამბობდით, რომ 50-მილიონიანი გარანტიის გაცემა იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ რომ დახარჯოთ ამ პროექტში, ცხადია, ეს ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულია. ეს თქვენი ფული არ არის და არც ტარიელ ღარიბაშვილის ფულია. მე მაინტერესებს, 50 მილიონი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ ამ პროექტში, გაღატაკებული ხალხის ჯიბიდან აღარ არის სარისკო? სიმართლე არის მარტივი, ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და ამისთვის ემზადებით. ეს პროექტი აშენდება თუ არა არ ვიცი იმიტომ, რომ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი",- განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ინტერპელაციის წესით მოსმენისას თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)