2023-09-22 11:57:57, 597 ნახვა
პოლიტიკა
„დააკავეთ რუსეთის აგენტი“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "დააკავეთ რუსეთის აგენტი" იმართება.
საკანონმდელო ორგანოს უკანა შესასვლელთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წამომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს ელოდებიან. დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,