13:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 10:36:51, 580 ნახვა

საზოგადოება
სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. 

„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამისად, სწავლების სცენარის პრაქტიკული ელემენტებიც აღნიშნული მიმართულების გამოყენებას და განვითარებას მოიცავს. 

წელს „ღირსეულ პასუხში“ ტელევიზიების, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში სწავლებაში მონაწილეებს მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო წესების დაცვით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN” და  ქართული, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორებით. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში ისინი ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტებითა და ჟილეტებით ისარგებლებენ. სწავლების პრაქტიკული ნაწილის აღსრულებაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი და კომპონენტი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა და ავიაციაა ჩართული. 

სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები საინჟინრო მომზადებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, კიბერუსაფრთხოებასა და თვითგადარჩენის მიმართულებით, ასევე  კრიზისული სიტუაციების პროფესიონალურად და ეფექტიანად გაშუქების უნარ-ჩვევების განვითარებაში  უტარდებათ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics