|
2023-09-21 10:56:27, 667 ნახვა
საზოგადოება
კახა კაკაბაძე საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქ.პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის გენერალურ დირექტორ ვალერი მეტრიხ ეკეტს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ტყეების სანიტარიული მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნების და ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვით არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის წარმომადგენლობამ ქართულ მხარეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული სტრატეგია გააცნო. „იმ გამოწვევების ნაწილი, რაც დღეს საქართველოს სატყეო სექტორს აქვს, გამოწვევაა საფრანგეთის მხარისთვისაც. კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი გავლენა ტყეზე, მავნებელ-დაავადებების მართვა და სხვა მსგავსი საკითხები არამხოლოდ ეროვნულ დონეზე მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღებას. ვფიქრობთ, საფრანგეთის გამოცდილება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მიდგომები. საქართველო მნიშვნელოვან გზას გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მათ შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სატყეო რეფორმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ. შეხვედრაზე ხე-ტყის დამზადებისა და დახარისხების ღონისძიებებსა და ხე-ტყის ფასის განსაზღვრის სისტემაზეც იმსჯელეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის საფრანგეთის ტყის მასივში საველე გასვლა, სადაც წაბლის დაავადების, ტყეების სანიტარიული მდგომარეობის და ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებს განიხილავენ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)