|
2023-09-21 09:30:27, 641 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - ფარცხალაძე დარჩება სანქცირებული, როგორც რუსეთის მოქალაქე - საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება
მე ვფიქრობ, რომ ფარცხალაძე მაინც დარჩება სანქცირებული, როგორც რუსეთის მოქალაქე,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ სებ-ის საგამონაკლისო წესიდან ყოფილი მთავარი პროკურორი გამოირიცხება. „ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქცია გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ ავტომატურად კი არ მოხდება სანქციის აღსრულება, არამედ მას შემდეგ, რაც დაცული იქნება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს არ დავარღვევთ და იქნება ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად - იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. მე ეს უკვე ვთქვი და გავიმეორებ - არ მაინტერესებს სახელი და გვარი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს საქმე ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ფარცხალაძე აღარც იქნება ამ რეგულაციის სუბიექტი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არაა კონკრეტული პიროვნების დაცვა, ეს თანაბრად შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. სანქციები არ არის ერთი და ორი დღის მოვლენა, ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში არანაირი კითხვა არ გაჩნდეს. ყოველთვის, როცა დავინახავთ აუცილებლობას, დავხვეწთ ამ მექანიზმს და საქართველოს მოქალაქეები იქნებიან უფრო მეტად დაცულები იმიტომ, რომ მათ იცავთ კონსტიტუცია... ალბათ, ეს უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფარცხალაძე მაინც დარჩება სანქცირებული, როგორც რუსეთის მოქალაქე. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე“,- განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე). 19 სექტემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებს. გუშინ, 20 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა და რომ შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან უკვე გადაიგზავნა.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)