23:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 23:12:01, 561 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და ითხოვს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას ზუსტად ეს არის ზეწოლა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ყოფილა ზეწოლა - ეს ხომ აბსურდია, რანაირად არის ზეწოლა? მთავრობის ნებისმიერი აქტი შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი, ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა? ორ წუთში გამოდის და თვითონ ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გადადექიო და ეს არ არის ზეწოლა. აქ ამოყირავებულია აბსოლუტურად ყველაფერი და სასაცილოა, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში. 

როგორც კობახიძემ განმარტა, როდესაც კონკრეტული მოვლენის სამართლებრივად გადააზრება ხდება, ეს არ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად.

მისი თქმით, სწორედ ზურაბიშვილის განცხადებაა ზეწოლა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.

"მე რომ ვამბობ, სამართლებრივად ეს ასეა და ვიღაცამ გადაიაზრა, რატომ არის აპრიორი ზეწოლა? დავუშვათ, ვიღაცას შესაძლოა ეჭვი ჰქონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ეს აპრიორი ზეწოლად ჩათვალო? - რაღაც სიტყვები გამოიყენა, უღირსი ქმედება თუ რაღაც ასეთი თქვა. თავისკენ მოიკითხოს [ზურაბიშვილმა] ღირსების პრობლემები, ამას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ. რომ არ ეთქვა ეს, არ შევიდოდი ამ პოლემიკაში, მაგრამ ღირსების პრობლემა სადაც არის, ძალიან კარგად ვიცით და ეს არის ზუსტად იქ, სადაც ეს სიტყვები ითქვა.

როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, რაც მისი კომპეტენცია არ არის, ზუსტად ესაა ზეწოლა, საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics