|
2023-09-20 18:08:07, 702 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რაგბის გუნდს სამხედრო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საფრანგეთიდან დაბრუნებულ ნაკრების წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. მან მორაგბეებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში გამარჯვებულის თასი მოიპოვა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა. „თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)