13:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 16:31:39, 553 ნახვა

საზოგადოება
მოწევის რეგულაციები ყველაზე ხშირად საჯარო სექტორში ირღვევა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში დარღვევებს კვლავ ვაწყდებით. სამწუხაროა, რომ მოწევის რეგულაციებს მეტ წილად საჯარო სექტორში უარყოფენ, სადაც 100% უნდა სრულდებოდეს. მესამე წელია ჩავარდნილია თამბაქოს კონტროლის ფართომასშტაბიანი, სახელმწიფო, საკომუნიკაციო პროგრამები და როგორც ჩანს, ამიტომაც საჯარო სექტორში დასაქმებულების ნაწილს მოწევის რეგულაციებიც დაავიწყდა და მათი აღსრულების ვალდებულებაც. 

მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე და უამისოდაც ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი საჯარო დაწესებულების შენობა შევამოწმოთ, რა დროსაც მთელ რიგ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. მონიტორებს საგანგებო ნებართვების გარეშე თითქმის არცერთ საჯარო დაწესებულებაში არ უშვებენ. მათი დაყოვნების პროცესში კი ახერხებენ მოწევის რეგულაციის დარღვევის ძირითადი კვალის: საფერფლეების და ნამწვის დამალვას. 

დაჯარიმებულ საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდნენ, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები, მერიები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ამჯერად წყალტუბოდან მოქალაქეებმა მოგვმართეს და სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალტუბოს მერიის შენობაში იჯარით მყოფი ორგანიზაცია დაჯარიმდა. საფერფლეები და ნამწვი შემჩნეულია ქუთაისის მერიაშიც. 

მოსახლეობა გვთხოვს, რომ მონიტორები დავამატოთ მეტი დარღვევის გამოსავლენად. თუმცა, ამ პროცესს ასიათასკაციანი ჯარიც ვერ ეყოფა, თუ კანონის აღსრულების მონიტორი თითოეული ჩვენგანი არ გახდება და თვალს არ დავხუჭავთ არცერთ შემთხვევაზე. 

ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საინფორმაციო მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის ხშირად შეხსენება, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა არამხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებს  (95% აღსრულება ფიქსირდება), საჯარო სექტორის შენობებსა და ოფისებსაც ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია მონიტორების რაოდენობის და შესაბამისად, ყოველთვიური მონიტორინგის მასშტაბების გაზრდა, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შეუძლია თვითონ იყოს მონიტორი. თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში ჯარიმა არავის არ სიამოვნებს, ცდილობენ გამოსწორდნენ და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ცენტრი ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics