00:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 16:29:50, 620 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რუსი ბიზნესმენი პარლამენტში მიიწვია

რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტს ეწვია. ინსტაგრამზე მან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ ოფისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „საქართველოს კონსტიტუციის შესწავლა“.

  ფიფია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მეგობარია, რომლის გამოჩენამ საქართველოს პარლამენტში 2019 წელს მასობრივი არეულობა გამოიწვია.

გაირკვა, რომ ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ მიიწვია.

„მამუკა ფიფიას მრავალი წელია ვიცნობ, დიდი ხანია არ მინახავს. ბოლო წლებში ორჯერ ჩამოვიდა აქ და ვერ შევხვდი. მოხდა ისე, რომ მისი ჩამოსვლა დაემთხვა (პარლამენტის) სხდომას, ვთხოვე საშვის გაცემა, ჩემს კაბინეტში ავიდა... ერთი საათიც არ დავბრუნებულვარ, მერე კი მივხვდი, რომ გადაღებული იყო. ჩემი სკამიდან“, - განუცხადა ჩიგოგიძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მან კიდევ ერთი ფოტო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით ინსტაგრამზე მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა.

ბიზნესმენი მამუკა ფიფია იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში ავიაკომპანია Azimut-ის რეისით ჩაფრინდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics