00:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:48:29, 670 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ფარცხალაძეზე - არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო

არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ სჭირდება კანონი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომლებიც რევოლუციის მოწყობას ცდილობენ, ამაზე საზოგადოების ინფორმირება მისი ვალდებულებაა. 

"ამდენი ხანი ფარცხალაძე საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, როდესაც ესენი გამოდიოდნენ და უკვე სასაცილოა იმდენჯერ იყენებენ სიტყვა რუსი, რუსული, პრორუსული, იმდენჯერ იყენებენ ამ სიტყვას, რომ უკვე სასაცილოა, ხანდახან თვითონ ეღიმებათ ხოლმე, როდესაც ამ სიტყვას იყენებენ, რა შუაშია ეს ყველაფერი, გამოდიან და ამდენი ხანი ლაპარაკობენ ამ მესიჯებით ჩვენს მიმართ, როცა მართლა აგენტები არიან, მართლა ჯაშუშები და აგენტები არიან. ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რაღაცნაირად არიონ. არ შეიძლება სასჯელის შეფარდება. მე ვაშაძეს ანგარიში გავუყინე? მე ვიძახი, რომ ჯაშუშია.

არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ სჭირდება კანონი, მაგრამ როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი ერთ დავალებას ემსახურებიან, რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ამაზე ჩემი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. ისინი არიან ჯაშუშები აგენტები დავალების შემსრულებლები",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად,  სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics