|
2023-09-20 13:56:49, 624 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება
თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია და მასში მონაწილეობის პირობები საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცნო. „აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი დაფინანსდა. კონკურსი სამი მიმართულებით ცხადდება - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“,- აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)