00:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 13:38:00, 600 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მმართველი პოლიტიკური გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა [ვიდეო]

პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზის სიახლოვეს, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. 

ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს და რუსეთის ჯაშუში უწოდეს.

ფიზიკური დაპირისპირების პარალელურად, პლენარული სესიის დარბაზში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის სხდომის დაწყებისასაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სესია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვით უნდა დაწყებულიყო. ამას სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics