00:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 11:50:06, 571 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - სებ-ის სახელით თურნავას გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივია

ეროვნული ბანკის სახელით, ნათია თურნავას გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, დააფიქსირონ საჯაროდ თავისი პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება ნათია თურნავას ბრძანების გაუქმების შესახებ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას ფინანსური იზოლაცია მოჰყვება, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს.

„ეროვნული ბანკის სახელით, ნათია თურნავას გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო სანქცირებულ რუს-ქართველ ოლიგარქს, რუსეთის “ფეესბეს” ოფიციალურად აღიარებულ აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს საბანკო სისტემაში მოეხსნა საერთაშორისო სანქციები და მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად განკარგოს ხალხისგან მოპარული და რუსეთისგან მიღებული შავი ფული.

ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო და უკანონოს გამომხატველია და პრაქტიკულად ეს რეგულიაცია თავისი მასშტაბით უტოლდება „რუსული აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს, სახელმწიფო მიტაცებულია და „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძის განცხადება ამის დასტურია, რომ არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპებს, ახდენს ძალაუფლების უზურპაციას და სახელმწიფოს მიტაცებას.

ივანიშვილის კლანისთვის სასარგებლო ცვლილებების დაწესება გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია, პრობლემები შეექმნება ქართულ ბანკებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო გადარიცხვებში, მათ ანაბრებს, პენსიებს და სახელმწიფო სისტემებს, ამიტომ, სანამ გვიანი არ არის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო და რომელიც განსაზღვრავს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების ძირითად  მიმართულებებს, გააუქმოს ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

მივმართავთ საბჭოს წევრებს სახელობითად - არჩილ მესტვირიშვილს - ვიცე-პრეზიდენტს, პაპუნა ლეჟავას - ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლოზ გაგუას - ვიცე-პრეზიდენტს, ეკატერინე მიქაბაძეს, რობერტ სანგლეტარს, ეკატერინე გალდავას (წევრები), მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დააფიქსირონ საჯაროდ თავისი პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება ნათია თურნავას ბრძანების გაუქმების შესახებ.

იმავდროულად, საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს კონსოლიდაციისკენ და კონსულტაციებისკენ, რათა ხალხთან ერთად შევძლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვა, დღეს რეალურად სახელმწიფოს გვართმევენ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად,  სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics