17:08 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 11:41:31, 634 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

„ვულოცავ რეკრუტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წვრთნა, დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. სიმბოლურია, რომ ეს ცერემონია ცენტრის დაარსების ათი წლისთავს ემთხვევა. როგორც იცით, ეს ცენტრი ატარებს  გმირის სახელს, ზაზა ფერაძის, რომელიც არის საქართველოსთვის თავდადების, თანამებრძოლის ერთგულების ნათელი მაგალითი და დარწმუნებული ვარ, თქვენც ანალოგიური ღირებულებების მატარებლები იქნებით“,- აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

„რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში ათი კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ნაწილს კი, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics