|
2023-09-19 19:59:28, 1299 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი ფაშინიანზე - გამოიცანით, როგორი დასასრული ელის
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მედვედევმა ყურადღება გაამახვილა, რომ სომხეთში ბოლო ხანებში ნატოს სამხედრო წვრთნები ჩატარდა, ხოლო სომხეთის პრემირ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. "ერთხელ ჩემმა ერთმა კოლეგამ ძმური ქვეყნიდან მითხრა: "მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, თქვენ მე არ მიმიღებთ". მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: "ჩვენ განვსჯით არა ბიოგრაფიით, არამედ საქციელით". შემდეგ მან ომი წააგო, მაგრამ სასწაულებრივად თანამდებობაზე შემორჩა. შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარ უღიმღამო დამარცხებაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაებრალებინა. შემდეგ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა. შემდეგ NATO-სთან წათამაშება გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტრებთან ორცხობილებით. გამოიცანით, როგორი დასასრული ელის..", - წერს მედვედევი Telegram-ზე. ცნობისთვის, ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები, რასაც თავად "ანტიტერორისტული ღონისძიება" უწოდებენ, 19 სექტემბერს დაიწყო.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)