09:43 - 22 Oct, 2026
|
2023-09-19 16:23:57, 1450 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - დრო არასდროს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იმპერიალისტურ ომს იწყებს
დრო არასდროს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იმპერიალისტურ ომს იწყებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე განაცხადა. ოსტინის თქმით, უკრაინა წინსვლას აგრძელებს და უკრაინული სამხედრო ძალები რუსეთის აგრესიული არმიის შემორჩენილ ხაზებს არღვევენ. "დრო პუტინის მხარეს არ არის ამ ომში. დრო არასდროს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს. დრო არასდროს უჭერს მხარს აგრესიას. უკრაინის ხალხი იბრძვის თავდაცვისთვის, სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან საკუთარი მომავლის შესანარჩუნებლად და თავისუფლებისთვის და მათ აქვთ გამბედაობა და შეუპოვრობა, რომ კრემლზე მეტხანს გაძლონ", - განაცხადა ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)