01:44 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 13:28:10, 672 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, დღეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, ქვეყანაში "დესტაბილიზაციის მცდელობებთან" და დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. 

როგორც მან სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, არეულობის ყველა მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები გატარდა. 

„მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, თუ როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ უკრაინის ზღვით შემოსულ მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყო ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, როგორ ფიქრობთ, ვის მიზნებს ემსახურებოდა? რა იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? ყველაფერი ცხადი და ნათელია: აქტორები, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, განცხადებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ და ვიცით რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მზადაა, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სისხლიანმა დაპირისპირებებმა და რევოლუციებმა საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა დღეს ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 

„პატარა ბავშვი ვიყავი, თუმცა დღესაც მახსოვს და ვიცი, რამხელა უბედურების მომტანია სისხლიანი დაპირისპირებები, გადატრიალებები და რევოლუციები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომლებიც ამ ყველაფრისგან მივიღეთ. წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან ასეთმა ქმედებებმა. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამას. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics