|
2023-09-19 09:48:42, 785 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად
ჩემთვის დიდი პატივია, გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე დასწრება, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია შეაჯეროს ხედვები, გაცვალოს აზრები და გამოცდილება და განიხილოს 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების პრაქტიკული განხორციელების გზები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად" მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ინიციატივებისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვას. „ჩვენმა მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და სახელმწიფო სერვისების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელი გამხდარიყო, რაც აისახა კიდეც მრავალ გლობალურ რეიტინგში. ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში. სხვადასხვა ინიციატივებისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას",- განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს საქართველომ აქცენტი გააკეთა თავის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მიზნებში მდგრადი განვითარების მიზნების ჩართვაზე და "პირველ ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაშიც" ასახა ისინი. „ამას მოჰყვა „მეორე მიმოხილვა" 2020 წელს, სადაც დეტალურადაა აღწერილი მდგრადი განვითარების მიზნების სფეროში მიღწეული პროგრესი. საქართველომ 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და 200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად. საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას ხდება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და ეს უკვე არსებული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ყოველივე ამის მიზანია ახალი სტრატეგიული დოკუმენტების თავსებადობა ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)