|
2023-09-18 23:59:14, 962 ნახვა
პოლიტიკა
მამულაშვილი სუს-ზე - ქართული ლეგიონი დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს, საქართველოს მთავრობას ეს აწუხებს
ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება და ყოველდღე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს, ეს არის შემაწუხებელი ფაქტი საქართველოს მთავრობისთვის და იღებენ დირექტივას, რომ რამენაირად გვებრძოლონ, - ასე გამოეხმაურა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სუს-ის ინფორმაციას, საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობის" შესახებ. როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია ცდილობს დისკომფორტი შეუქმნას იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, რათა მათი დემოტივაცია მოხდეს, რაც მისივე თქმით ვერ მოხდება. "ქართველი მებრძოლებისთვის საკმაოდ მძიმეა ასეთ პირობებში ბრძოლა და ცდილობენ, დისკომფორტი შეგვიქმნან, რომ უსაფრთხოდ არ იგრძნონ ოჯახებმა თავი. უნდათ, რომ ამან იმოქმედოს ადამიანების შემართებაზე. სინამდვილეში, ეს ადამიანები, ვინც აქ ჩამოვიდნენ, მზად არიან თავის გასაწირად და მე ეჭვი მეპარება, რომ მათი დემოტივაცია შეიძლება მოხდეს ასეთი მეთოდებით, თუმცა რუსული მთავრობა ეცდება ყველაფერს, რომ მოხდეს დემოტივაცია. უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება და ყოველდღე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს. ეს არის ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი საქართველოს მთავრობისთვის და იღებენ დირექტივას, რომ რამენაირად გვებრძოლონ", - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)