02:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 12:19:15, 816 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია სუს-ზე - არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, დღის წესრიგია ფარცხალაძე, FSB-სთან ჩახუტება

არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბ-სთან 'ოცნების" ჩახუტება,- ასე ემაურება პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ხოშტარიას თქმით, დროა, საზოგადოებამ "რუსუთში ნასწავლი ხრიკები ისწავლოს".

"ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ახლა, ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი, დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხომ უნდა დააბრალონ მერე ყველას.

მოკლედ, საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბ-სთან "ოცნების" ჩახუტება.

დროა, ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები.

1. სადაა ფარცხალაძე;

2. ვინ მონაწილეობდა ფსბ-ს მართულ საზ. აზრის ცვლილების ოპერაციაში;

3. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ;

4. სუს-ის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში;

და ასე შემდეგ",- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლ​ის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics