|
2023-09-18 11:13:46, 741 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფარცხალაძეზე - სტრატეგიულმა პარტნიორმა დასანქცირებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა ქართულ მხარეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. კალაძის თქმით, ქართველი ხალხი "მეტ კონკრეტიკას" იმსახურებს. „პირველ რიგში, საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. 15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)