2023-09-16 10:35:27, 736 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
"სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,