09:44 - 22 Oct, 2026
|
2023-09-15 23:36:37, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
„კარგ ამბებს ველოდებით“ - ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, მან პარტნიორებს დეტალურად გააცნო ფრონტზე არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან "კარგ ამბებს ელოდება". "პარტნიორებს დეტალურად გავაცანი ოპერატიული ვითარება მთელ ფრონტზე. მოვუსმინეთ მეთაურებს და განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც ძალოვან დაჯგუფებებში წარმოიშვა. წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარების შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საჭიროება. ჩვენ კარგ ამბებს ველოდებით", - წერს ზალუჟნი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)