2023-09-13 17:36:23, 894 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა
მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პატივისცემით უნდა უდგებოდეს.
„ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც პარტნიორები ელოდებიან ჩვენი მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს იურიდიული ძალა ვერ ექნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,