|
2023-09-12 14:53:50, 746 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ
ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები. „ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს. „როგორ გეკადრებათ? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, სხვადასხვა მისწრაფებები ქვეყნების მხრიდან. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ; კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით; კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია წამოვიღოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, მეტი დოვლათი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)