|
2023-09-12 13:29:27, 873 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - რომ არა ბატონი ტარიელი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა
პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. "მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელსა და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი მამა-შვილობა აქვთ და ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა. აი, ეს ფრენაც ამის მანიშნებელია და ბარაქალა მათ მამა-შვილობას. მამა-შვილობას დოკუმენტები არ სჭირდება... ის პრემიერის მამაა, რომელიც ეხმარება თავის შვილს. ხელმოკლედ ცხოვრობს მიუხედავად იმისა, რომ პრემიერია... მე ვენდობი მამა-შვილობის სიწმინდეს",- თქვა ხვიჩიამ "ტვ პირველთან" საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, 12 სექტმებერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. მისივე თქმით, შენატანი გაკეთებულია ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და ეს თანხა შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)