04:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 18:58:40, 582 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება.

პრეზიდენტმა უკვე გამართა კონსულტაციები "ლელო საქართველოსთვის" წევრ სალომე სამადაშვილთან, რის შემდეგაც უკვე ხატია დეკანოიძესა და ანა ბუჩუკურს შეხვდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. 

პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს ერთი მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს და მეორე მხრივ ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომელსაც ეწევა დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტის მსჯელობის თემა დღეს, ვფიქრობ, სხვადასხვა ხალხთან არის რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა, იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიიღოს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics