04:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 17:28:15, 616 ნახვა

პოლიტიკა
რევაზ ჯაველიძე - პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება

დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული და მიღებული იქნა კანონის პროექტის ამნისტიის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით მინდა, რომ გესაუბროთ და უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. როგორც უკვე განაცხადა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, 2 მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე ცხადდება  ამნისტია. ეს არის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლი, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება და გამოყენება,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.

ჯაველიძის თქმით, ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, პირობითი მსჯავრისაგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდება ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

„ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის ჩადენილ ზიანს. ამნისტია ვრცელდება ასევე თანაამსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც ასევე იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს პირები აღიარებენ შესაბამის დანაშაულს. როგორც ასევე აღინიშნა, ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოპოვებული მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოსათვის სასარგებლოდ მიტოვების გზით და თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა მოხდეს ექვივალენტური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება, პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომ უკვე მიტოვების მოთხოვნით, შემდეგ უკვე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან და სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს პირი წარუდგენს უკვე პროკურატურის შესაბამის დანაყოფს, ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამნისტიის გავრცელება.

ამნისტიის კანონის პროექტით კიდევ ბევრი დეტალური ინფორმაცია არის გათვალისწინებული, მათ შორის, მაგალითისათვის, გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების, შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების საკითხები. ასევე გათვალისწინებული არის გამოძიების, სასამართლო განხილვის, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული სამართალწარმოების სტადიაზე ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ორგანოები, ასევე სხვა საკითხები.

პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ის ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება და ასევე, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია უნდა აღსრულდეს საბოლოო ჯამში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე",- განაცხადა ჯაველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics