15:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 10:22:20, 693 ნახვა

მსოფლიო
11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა.

ზუსტად 22 წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე "ალ-ქაიდას" თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმების სერია განხორციელდა. 11 სექტემბერს, 19 ისლამისტმა ტერორისტმა 4 კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და აღნიშნულ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა.

გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე, ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics