|
2023-09-08 11:37:40, 901 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში კინორეჟისორები რუსეთთან შეთანხმებას აპროტესტებენ
ისრაელში ათობით კულტურულმა მოღვაწემ, კინოსა და ტელევიზიის მუშაკმა ხელი მოაწერა ღია წერილს რუსეთსა და ისრაელს შორის კინოწარმოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახლახან დადებული მთავრობათაშორისი შეთანხმების წინააღმდეგ. - ამის შესახებ, ისრაელის გამოცემა Vesti იტყობინება. წერილს ხელმომწერებმა, მათ შორის ცნობილმა რეჟისორებმა და სცენარისტებმა შეთანხმებას "სამარცხვინო" უწოდეს. "ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ავტორიტარულ ქვეყანასთან“, - ნათქვამია წერილში. 6 სექტემბერს საღამოს ისრაელში რუსეთის საელჩომ და რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ გამოაქვეყნეს ინფორმაცია კინოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. იგი ითვალისწინებს ერთობლივი კინოპროექტების განხორციელებას, თანამშრომლობას კინოდისტრიბუციაში და საერთაშორისო კინოფესტივალებში ორმხრივ მონაწილეობას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ასეთი დოკუმენტი მართლაც იყო ხელმოწერილი. ღია საპროტესტო წერილზე ხელმოწერის ინიციატორი მწერალი და სცენარისტი ილან შეიფელდი იყო. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმის წევრები წლების განმავლობაში თრგუნავენ მხატვრულ თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს რუსეთში. წელიწადზე მეტია, რუსეთი უტევს და საშინლად ანგრევს უკრაინას, კლავს მის მოქალაქეებს, იტაცებს ბავშვებს“, - ნათქვამია წერილში. იგი ასევე სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ კინორეჟისორებს. ტექსტს ხელს აწერენ რეჟისორები ერან კოლირინი და გაი ნატივი (ოსკარის მფლობელი ფილმისთვის „ტყავი“, რეჟისორი ფილმი „გოლდა“), ისრაელის კინოსა და ტელევიზიის მუშაკთა ფორუმის თავმჯდომარე ლიორ ელეფანტი და სხვა 50-ზე მეტი კინოინდუსტრიის გავლენიანი ფიგურები. ადრე ისრაელში, პროტესტის გამო, მოსკოვის ლენკომის თეატრის გასტრო თელ-ავივის ჰაბიმას თეატრში გადაიდო "განუსაზღვრელი ვადით". „ლენკომ“ ისრაელში ჩამოიტანა სპექტაკლი „დაკრძალვის ლოცვა“ მწერალ შოლომ ალეიხემის ნაწარმოების „ტევიე რძიანი“ მიხედვით. ინტერნეტში გამოცხადდა ხელმოწერების შეგროვება გასტროლების გაუქმების მოთხოვნით იმის გამო, რომ წამყვანი თეატრის არტისტები მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)