07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 15:21:02, 768 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, კონსტიტუციას პატივი პირველებმა პოლიტიკოსებმა და თანამდებობის პირებმა უნდა სცენ.

„კონსტიტუციის მიხედვით, ყველას ჩვენი ფუნქცია გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობას, თბილისის მერს - გვაქვს ჩვენ-ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა. ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გალაძემ,

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ  კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი გაწერილია. ამის აღრევა შეიძლება მიზანმიმართულად ხდებოდეს, რომ რაღაც უთანხმოება გაჩნდეს კონკრეტული საკითხის მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. როცა კონსტიტუციის უხეში დარღვევა ხდება, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება“,- დასძინა  დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics