|
2023-09-05 20:04:18, 1152 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის საკითხია
ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ხმის მიცემის უფლება ყველა მოქალაქისთვის, რისი გაკეთებაც ომის ასეთ აქტიურ ფაზაში შეუძლებელია. „რუსეთს არ შესწევს უნარი, სამხედრო გზით დაამარცხოს ჩვენი ქვეყანა. მათ ერთადერთი სიტუაცია რჩებათ - ჩვენი [ქვეყნის] შიდა დესტაბილიზაციის საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნების ჩატარება იმ პირობებში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შიდა დესტაბილიზაციის საკითხია. რატომ? რა არის არჩევნები, პირველ რიგში? ეს არის პლატფორმების შეჯიბრი, ეს არის უზარმაზარი დებატები, ეს არის იმის გარკვევა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა. საუბარია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. წარმოგიდგენიათ როგორ განვითარდება ასეთი დისკუსიები ომის პირობებში?“ - აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)