|
2023-09-05 15:23:46, 956 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინას Gepard-ებისთვის ახლადწარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა
გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ახლად წარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალა კომპანია Rheinmetall-ის ახალ საწარმოო ხაზზეა დამზადებული. "უკრაინის ომი თითქმის ყოველდღე გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებულია საჰაერო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის რაოდენობაზე. Gepard საბრძოლო მასალის წარმოების განახლებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტად ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა. ცნობისთვის, კომპანია Rheinmetall უკრაინისთვის Gepard-ებისთვის საჭირო 300 000 ჭურვის მიწოდებას გეგმავს, რომელიც დრონების ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)