06:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 13:27:35, 657 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - ადამიანები შოვში შეიწირა თქვენმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, ისინი მოსვენებას არ მოგცემენ

ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას,- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას.

ნაცვლიშვილის თქმით, შოვში მომხდარი ტრაგედია "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია.

"რაც შეეხება შოვს, თქვენი ძალიან უღირსი და მიზანმიმართული მცდელობების მიუხედავად, რომ როგორმე ეს საკითხი მორიგ ჯერზე გადააგოროთ და მისცეთ დავიწყებას. შოვი არ მიეცემა დავიწყებას. ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას. ვერ გადააგორებთ ამ საკითხს და თუ ვინმეს აინტერესებს ძალიან დიდი ხანია სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გაეცნოთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც სწორედ სტიქიის და ბუნებრივი ძალების დროს სახელმწიფოს რა ევალება,რეაგირების ნაწილში რა ევალება და რა სტანდარტით მსჯელობს სასამართლო და სამართალი იმაზე ჩააგდო თუ არ ჩააგდო სახელმწიფომ თავისი ვალდებულება აი ამას გადახედეთ. ბუნებრივ ძალებზე ზღაპრებს ნუ გვიყვებით. ასეთ ზღაპრებს რუსეთის ხელისუფლება ჰყვებოდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და სასამართლომ მას აჩვენა წითელი ბარათი. თქვენი უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ამხელა მსხვერპლი, მათ შორის, 2 ადამიანი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics