|
2023-09-05 11:51:12, 608 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ჩვენი მიზანია შოვის ტრაგედიაზე სიმართლის დადგენა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით
ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან მიმართებაში ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია. "ჩვენი ინიციატივის პასუხად, რომ შოვის ტრაგედიის გარშემო შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მაშინ, როდესაც ნულოვანი ნდობაა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მათი პასუხი იყო ცინიკური სიცილი, ცინიკური ტაში და პირდაპირი სიტყვებით, ბიუროს სხდომაზე გინება. ეს არის რუსული ოცნების რეალური სახე, რომელიც გამოაჩინეს, მათ შორის შოვის ტრაგედიის შემდეგ პირველივე დღეებში, როდესაც აგრესიულად თავს ესხმოდნენ დაზარალებულებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია და არა ფორსირებული კენჭისყრა კომისიის ჩაგდების მიზნით, მაგრამ მათ, როგორც წარსულში სხვა საგამოძიებო კომისიების განხილვისას, კვლავ პროცედურული ომის და ასე დანაშაულის დაფარვის გზა აირჩიეს. ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით. ამავდროულად, გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ ითხოვს დამატებით დროს, როგორც მათი გუშინდელი კომენტარებიდან ჩანდა, გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა, თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცაღა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ყველა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად. მანამდე კი, შევხვდებით ექსპერტებს, ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში, სადაც ვთავაზობ, შემომიერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, თუ ერთეული პოლიტიკოსი. მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ჩვენ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით ამ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ",- განაცხადა ბოკუჩავამ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)