|
2023-09-04 17:02:12, 1618 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს
გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს და აღნიშნავს, რომ შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება. "გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთით პროგრესირებენ. უკრაინული ძალების შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)